მსოფლიო ლიდერები სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურებიან

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები თურქი მოკავშირეების გვერდით დგას.

სტამბოლში მომხდარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკიც ეხმაურება.

”ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებსაც უბრალოდ სურდათ ისტიკლალის სავაჭრო ქუჩაზე გასეირნება და სერიოზული აფეთქების მსხვერპლი გახდნენ”,- აცხადებს ბერბოკი.

მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

„ვიზიარებთ თქვენ ტკივილს. გისამძიმრებთ. ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს მაკრონი „ტვიტერზე“.

სტამბოლის ცენტრში აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80-ს აჭარბებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ პირი, რომელმაც აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია. მისივე შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სირიის შტაბბინა მდებარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო