გიორგი მუმლაძე - რუსული რეჟიმის დამარცხების რეცეპტი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას და არსებული ხელმძღვანელობის შეცვლა, რომელმაც პარტია უძრაობამდე მიიყვანა და ჩამოშალა

რუსული რეჟიმის დამარცხების რეცეპტი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებების განხორციელება, ნიკა მელიას და არსებული ხელმძღვანელობის შეცვლა, რომელმაც ეს პარტია უძრაობამდე მიიყვანა და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის მხარდაჭერებთან ერთად მივიდა.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კომფორტს გრძნობს, იმიტომ რომ 600 000 ამომრჩევლის მხარდაჭერისა და დიდი მატერიალური რესურსის მიუხედავად, ნიკა მელია და მისი გუნდი „თავისი უუნარობით, არადემოკრატიული მართვით“ ვერ ახერხებს პატრიოტი მებრძოლი ხალხი გააერთიანოს.

„დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს, ამიტომ მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის და ამის რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში - „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია მიიყვანა უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა. ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის ქვეყნის მასშტაბით, უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი. როდესაც რუსულ რეჟიმს დავამარცხებთ, ჩაეყრება საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროინტეგრაციის ნამდვილ გზას, რომელსაც ასე უტიფრად გვართმევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. დღეს ის კომფორტს გრძნობს, იმიტომ რომ 600 000 ამომრჩევლის მხარდაჭერის მიუხედავად, ამხელა მატერიალური რესურსის მიუხედავად, ნიკა მელია და ეს გუნდი ვერ ახერხებს თავისი უუნარობით, არადემოკრატიული მართვით, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობით, რომ გააერთიანოს პატრიოტი მებრძოლი ხალხი, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მან ნიკა მელიას, „გადამგდები“, უუნარო და სიტყვის გამტეხი პოლიტიკოსი უწოდა. ამასთან, მუმლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს მოუწოდა, რომ თუკი ცვლილებები, ნამდვილი ბრძოლა და ნამდვილი განახლება უნდათ, მხარი მის კანდიდატურას დაუჭირონ.

ნიკა მელიამ გადაგვაგდო ყველა დაპირებაში. წაართვეს არჩევნები და ვერ იბრძოლა. თქვა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის და ვერ იბრძოლა. დაგვპირდა, რომ ცხელ შემოდგომას მოაწყობდა, ვადამდელი არჩევნებისთვის იბრძოლებდა და „ფეისბუქს“ და ტელევიზიას ვერ გასცა. ეს არის გადაგდება. მათ შორის, ის არის როგორც საჯაროდ გადამგდები ადამიანი, ისე უუნარო, რომ ვერ დაიცვა ვერც ერთხელ გაყალბებული არჩევნები. მას ვამხელ, როგორც სიტყვის გამტეხ პოლიტიკოსს,“ - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა