ანა ნაცვლიშვილი - უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ ჩაითვლება ევრორეკომენდაციის შესრულებად - ახალ სსიპ-ს არ ექნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეალური მანდატი

უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ ჩაითვლება ევრორეკომენდაციის შესრულებად - ახალ სსიპ-ს არ ექნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეალური მანდატი, კანონპროექტი ფასადურია და მძიმედ დააწვება საქართველოს ბიუჯეტს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ლელოს" თითქმის ერთი წელია მზად აქვს ანტიკორუფციული კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ერთით ნაკლები რეკომენდაცია ექნებოდა შესასრულებელი.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ უნდა გაძლიერდეს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი გადაჭრის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული პროექტი კი ამ მიზნებს ვერ პასუხობს.

"ლელოს" კანონპროექტით, "ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო” არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო საგამოძიებო ფუნქციებით, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და მის თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტი 5 წლის ვადით. ანუ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჩამოერთვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია და გადაეცეს დამოუკიდებელ უწყებას. "ქართული ოცნების“ პროექტით კი იქმნება სსიპ "ანტიკორუფციული ბიურო, უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო”, ანუ, ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი ანალიტიკური ორგანო, რომლის ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერი 6 წლის ვადით. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი კი ისევ სუს-ში რჩება. "ლელოს" კანონპროექტით, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციებია: საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია; საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი; პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი. "ქართული ოცნების“ კანონპროექტით, ბიუროს ფუნქციებია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების დამტკიცება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ქართული ოცნების“ კანონპროექტით, ,,ლელო’’-ს კანონპროექტისგან განსხვავებით, ბიუროს არ აქვს საგამოძიებო ფუნქციები. არ აქვს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების კონტროლის ფუნქცია. ასევე, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის განხორციელების მანდატი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ისედაც ფუნქციონირებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც არ მოწვეულა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ და შესაბამისად, არ დაუწერიათ 2021-2022 წლის ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (მესამე წელი იწყება),"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს