ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს - სასურსათო დახმარებას კიდევ 210 მილიონი ევროთი გავზრდით

პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს. ევროკავშირი აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში. დღეს ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სასურსათო დახმარებას 210 მილიონი ევროთი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერში“ წერს.

ევროკომისიის ხელმძღვანელი „დიდი ოცეულის“ სამიტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აუცილებელია სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით რუსეთის ომის გლობალური შედეგების მოგვარება.

„ეს განსაკუთრებული „დიდი ოცეულია“. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთის ომის გლობალური შედეგები სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით და ამავდროულად გავაგრძელოთ გლობალური დღის წესრიგი. ეს არის გამოწვევა, რომლისთვისაც ევროპა მზად არის. ყველა სხვა გლობალურმა ძალამ ასევე უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა”, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა