სი ძინპინი ჯო ბაიდენს - უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობებისთვის წინსვლისა და განვითარებისთვის

მსოფლიო მოელის, რომ აშშ და ჩინეთი სათანადოდ დაარეგულირებენ ურთიერთობას, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე მოსაზრებების გულწრფელი გაცვლა.

„ჩვენმა შეხვედრამ მიიპყრო მსოფლიო ყურადღება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა ქვეყანასთან, რათა დამყარდეს მსოფლიო მშვიდობა. შეხვედრაზე საჭიროა ჩვენს შორის მოსაზრებების გულწრფელი გაცვლა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას”, - აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სწორი კურსის დასახვა.

„ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვკონტაქტობთ, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას და დღეს ჩვენ გვაქვს ეს პირისპირ შეხვედრა. როგორც ორი დიდი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობისთვის. უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობებისთვის წინსვლისა და განვითარებისთვის ”, - აღნიშნა სი ძინპინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა