ჯო ბაიდენი სი ძინპინს - უნდა ვაჩვენოთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს კონკურენციის კონფლიქტად გადაქცევის თავიდან აცილება შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აუცილებელია, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა აჩვენონ, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლიათ.

„როგორც ჩვენი ქვეყნების ლიდერები, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, ვაჩვენოთ, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მართონ უთანხმოება, თავიდან აიცილონ კონკურენციის კონფლიქტში გადაქცევა და იპოვონ ერთად მუშაობის გზები გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, რაც მოითხოვს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილებებსა და სასურსათო დაუცველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას აშშ-სა და ჩინეთისგან ელის.

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ შეხვდნენ. ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს