იენს სტოლტენბერგი - პუტინის მიზანია, უკრაინა ამ ზამთარში ცივი და ბნელი დატოვოს

მომავალი თვეები რთული იქნება, რადგან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანია, უკრაინა ამ ზამთარში ცივი და ბნელი დატოვოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის გასვლა ხერსონიდან აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელ გამბედაობას.

„უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობებია მისაღები მოლაპარაკებებისთვის ომის დასასრულებლად,”- განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო-ს როლი კიევის მხარდაჭერაა.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, ასევე დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს და რუსეთმა გამოავლინა მზადყოფნა მნიშვნელოვანი დანაკარგები აიტანოს. მათ ასევე გამოიჩინეს უკიდურესი სისასტიკე”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს