თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა გაიმეორეს მათი შეთანხმება, რომ ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს

თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა გაიმეორეს მათი შეთანხმება, რომ ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს

თეთრი სახლის ცნობით, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე სამსაათიანი პირისპირ შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა გაიმეორეს შეთანხმება, რომ ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობითვე, ლიდერებმა გულწრფელად ისაუბრეს მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის მთავარ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა წამოწია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი და რუსეთის უპასუხისმგებლო მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა სიმ გაიმეორეს მათი შეთანხმება, რომ ბირთვული ომი არასდროს უნდა მოხდეს და ხაზი გაუსვეს მათ წინააღმდეგობას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან ან მუქარასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეთრმა სახლმა.