ჩინეთის ლიდერმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ოფიციალური პეკინი „ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას და გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების წახალისებას“

ჩინეთის ლიდერმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ოფიციალური პეკინი „ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას და გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების წახალისებას“

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დღეს გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ოფიციალური პეკინი „ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში არსებული სიტუაციით" და "ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას და გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების წახალისებას". ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ველით რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი გამართავენ ყოვლისმომცველ დიალოგს რუსეთთან", - განუცხადა ჩინეთის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას.

შეგახსენებთ, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე აშშ-ისა და ჩინეთის პირველ პირებს შორის დღეს გამართულმა შეხვედრამ სამ საათს გასტანა.