სერგეი ლავროვი - მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება არსებული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შავი ზღვის პორტებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების მომავალი დამოკიდებულია არსებული პირობების შესრულებაზე.

„პირველი პირობა არის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მარცვლეულის ექსპორტის ჰუმანიტარული დერეფანი სამხედრო მიზნით გამოიყენეს,“ - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო რუსეთმა ოპერაცია შეაჩერა, თუმცა ამის შემდეგ კიევმა განაცხადა, რომ იგივე აღარ განმეორდება.

„ჩვენ შევაჩერეთ ეს ოპერაცია, მაგრამ შემდეგ უკრაინელებმა დაადასტურეს, რომ ამას აღარ გაიმეორებენ. ასე რომ, ჩვენს თურქ და დასავლელ კოლეგებს ესმით, რომ უკრაინის ეს ქმედება უნდა აღკვეთონ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, მეორე პირობა არის რუსული მარცვლეულის ექსპორტისთვის ბარიერების მოხსნა.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, მაგრამ, უკვე ხუთი თვე გავიდა და რეალური შედეგი არ არის მიღწეული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს