ალეკო ელისაშვილი - ახლა ბურთი არის ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს - როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის

ახლა ბურთი არის ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს - როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, ზუსტად ასევე გარკვევით ითქვა, რომ კარგად უნდა გავიაზროთ მომენტის მნიშვნელობა, გავწიოთ პირადი და პარტიული ამბიციები და ამ ეროვნულ მომენტს უფრო მეტი პასუხისმგებლობით შევხედოთ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციებზე ზოგადი საუბარი იყო, ასევე საუბარი იყო ოპოზიციისგან წუხილებზე და მმართველი პარტიისგან იყო იმ "რეალობის გალამაზება, რაც არის".

„კიდევ ერთხელ იყო შეხსენება, რომ თუ ასეთი ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, კიდევ როდის დადგება ასეთი შესაძლებლობა არ ვიცით. ეს შესაძლებლობა გააჩინა უკრაინელი ერის თავგანწირვამ და ბრძოლამ. იმისთვის, რომ უკრაინას და მოლდოვას დავეწიოთ, რადგან მათ ჩამოვრჩით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ",- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ითქვა, რომ ხელისუფლებამ რეალურად უნდა შეასრულოს რეკომენდაციები, ხოლო ოპოზიცია უნდა შევიდეს სამუშაო ჯგუფებში.

„იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც "შატალოზეა" და სამუშაო ჯგუფებში არ დადის, არ ყოფილა პასუხი, მაგრამ ასე გვითხრეს პირდაპირ, რომ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და მონაწილეობა მივიღოთ. ვისაც ორი ყური აქვს და სმენა, უნდა მიხვდეს, რაზეა საუბარი, მე და ლევანი ორნი ვართ და ორ-ორჯერ ვერ შევალთ სამუშაო ჯგუფში სხვის მაგივრად",- განაცხადა ელისაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს