ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო იერიშზე - გასაგებია რა სურს მტერს, ის თავისას ვერ მიაღწევს

გასაგებია რა სურს მტერს, ის თავისას ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტების უმეტესობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგაა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კიდევ 20 სარაკეტო დარტყმაა მოსალოდნელი.

„ამიტომ ძალიან გთხოვთ: თავს გაუფრთხილდით და გარკვეული დრო თავშესაფარში იყავით. ვიცი, რომ დარტყმების გამო ბევრ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს გადავიტანთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა