ოლაფ შოლცი - რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ დაასრულოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ დაასრულოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე განხილვის პირველ დღეს განაცხადა.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები. ეს არის საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ ვითარებას, როცა შეიძლება მშვიდობაზე საუბარი, მაგრამ ეს არ იქნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი მშვიდობა. უკრაინა ამას არ მიიღებს, მაგრამ - დღეს შეგვიძლია ვთქვათ - არც მსოფლიო საზოგადოება. ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგეს მომენტი, როცა რუსეთი დაინახავს და აღიარებს, რომ ახლა უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ერთ-ერთი მოთხოვნა არის ჯარების გაყვანა“, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, სამიტზე რუსეთს მკაფიოდ აჩვენეს, რომ ეს დაპყრობითი ომი მიუღებელია და საჭიროა გულდასმით განიხილოს მისი გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე შიმშილის საფრთხისა და ენერგიის ფასების თვალსაზრისით და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უარყოფითი გავლენა. ამასთან, მისი თქმით, ნათლად ითქვა ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზეც.

შოლცის განცხადებით, სამიტის მონაწილეებს აქვთ კონსენსუსი ამ საკითხებზე.

გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია დიალოგის, კონტაქტებისა და საუბრების გაგრძელება ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეები სხვაგვარად ხედავენ ვითარებას.

გერმანიის კანცლერმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე, რომ თითქოს ის შოლცს ესაუბრა.

„ის გვერდით დამიდგა და ორი წინადადება მითხრა. სულ ეს იყო საუბარი“, - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება