სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი პირველივე დღეს დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი პირველივე დღეს დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ლავროვი სიტყვით გამოვიდა სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების პლენარულ სხდომაზე და ჯანდაცვისადმი მიძღვნილ სხდომაზე. ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან და ასევე მოკლედ ისაუბრმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.

„ტასის” ცნობით, სამიტზე ლავროვის პროგრამის 15 ნოემბერს დასრულება წინასწარ იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის, G20-ის სამიტი ინდონეზიურ კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს ტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა