ჯეიკ სალივანი -  აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაგმო რუსეთის მასობრივი სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, რომელიც, მისი თქმით, ინდონეზიაში G20-ის სამიტის დროს განხორციელდა.

„აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, მოხვდა კიევში საცხოვრებელ კორპუსებსა და ასევე სხვა ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ლიდერები ბალიში G20-ის სამიტზე იკრიბებიან, რათა განიხილონ ის საკითხები, რომლებიც არსებითია მთელ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლისა და საარსებო წყაროსთვის, რუსეთი კიდევ ერთხელ ემუქრება მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

„რუსული დარტყმები მხოლოდ გააძლიერებს შეშფოთებას G20-ს შორის პუტინის ომის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენი აზრები არის მამაც უკრაინელ ხალხთან, რომელიც აჩვენებს გამძლეობასა და გამბედაობას საკუთარი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად", - განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინისთვის იმის მიწოდებას, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები და მხარს დაუჭერენ მას, რამდენი ხანიც დასჭირდება.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს