იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც საქართველოა

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც საქართველოა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა, თვის ბოლოს ჩვენ გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბუქარესტში. ეს საშუალებას მოგვცემს უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ და განვიხილოთ როგორ გავზარდოთ და შევინარჩუნოთ უკრაინისადმი დახმარება.

ეს ასევე შესაძლებლობა იქნება შევაფასოთ ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება და ასევე შევხვდეთ პარტნიორებს. რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომს ვხედავთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლოს ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა, და ეს, რა თქმა უნდა, ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი იქნება”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა