კირილ ტიმოშენკო - 90-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინამ 70 ჩამოაგდო, დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 15 ობიექტი

90-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინამ 70 ჩამოაგდო, დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 15 ობიექტი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

“მტერმა უკრაინის მიმართულებით 90-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 70 ჩამოაგდო! დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 15 ობიექტი”, - წერს ტიმოშენკო.

მისი თქმით, დაზიანებების გამო 7 მილიონ აბონენტზე მეტი უშუქოდაა დარჩენილი დედაქალაქ კიევში და უკრაინის 17 ოლქში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა