ედგარს რინკევიჩსი - ნატო-ს წევრის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების დარტყმა ძალიან სახიფათო ესკალაციაა კრემლის მხრიდან

ნატო-ს წევრის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების დარტყმა ძალიან სახიფათო ესკალაციაა კრემლის მხრიდან, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
„ლატვია სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მოკავშირე პოლონეთს და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც პოლონეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს. რუსეთი აგებს პასუხს ყველა შედეგისთვის”, - წერს რინკევიჩსი.
ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

























