პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი - ქვეყანაში ზოგიერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილებაა მიღებული

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ზოგიერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილებაა მიღებული.ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“დღეს მოხდა აფეთქება, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამსახურები მუშაობენ. ჩვენს ქვეყანაში ადგილებზე ქვედანაყოფების საბრძოლო მზაობის ამაღლების გადაწყვეტილებაა მიღებული”, - აღნიშნა მიულერმა.
მან დაამატა, რომ პოლონეთის მთავრობა ახლა შეისწავლის საფუძვლების არსებობას ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მე-4 მუხლის გასააქტიურებლად, რომელიც ალიანსის ყველა წევრის უსაფრთხოების კონსულტაციებზე მოწვევას გულისხმობს.
მიულერმა ასევე დააანონსა, რომ პოლონეთის მთავრობა ინციდენტის შესახებ განცხადებას გამოაქვეყნებს, რომელიც იქნება “მკაფიო და მკაცრი, არსით გასაგები, რათა არანაირი დამახინჯება არ მოხდეს”.
ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

























