პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ადამიანის სიცოცხლე რუსული წარმოების რაკეტამ იმსხვერპლა და ვარშავაში რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

უწყების ცნობით, რაკეტა სამშაბათს ნაშუადღევს, აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე სოფელ ფშევოდუვში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში ჩამოვარდა.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა