დმიტრო კულება - პოლონეთში მომხდარზე რეაგირება უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული

დმიტრო კულება - პოლონეთში მომხდარზე რეაგირება უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეფონით ესაუბრა.

„რუსეთის სარაკეტო ტერორთან, მის მასშტაბებთან, მიზნებთან და შედეგებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეაგირება იმაზე, რაც მოხდა პოლონეთში, უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რუსულ რაკეტებს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით, პოლონეთში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციისთვის.