ჩინეთის საგარეო უწყება პოლონეთში მომხდარ აფეთქებაზე - არსებულ ვითარებაში, ყველა მხარემ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და თავშეკავება გამოიჩინოს

არსებულ ვითარებაში, ყველა მხარემ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და თავშეკავება გამოიჩინოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინგმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პოლონეთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

























