საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 18 ნოემბრის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 18 ნოემბრის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მიზეზი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რის გამოც მას პარლამენტში მოსვლა არ შეუძლია.

ილია დარჩიაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა. მას საინტერპელაციო კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა გაეცა, თუმცა მაშინ მინისტრის ამ ფორმატში მოსმენა აშშ-ში მისი ვიზიტის გამო გადაიდო.

დარჩიაშვილისთვის გაგზავნილი კითხვები შეეხებოდა რუსეთის ოკუპაციას, ბიჭვინთის ანექსიის პროცესს და ამ საკითხთან დაკავშირებით უწყების დუმილს, ასევე სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან და მის რუსეთისთვის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებულ თემას. კითხვები შეეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს.

საინტერპელაციო კითხვებს ხელს აწერენ: - თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა