ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინას პოლონეთში, აფეთქების ადგილზე დაუყოვნებლივი წვდომა სურს

უკრაინას პოლონეთში, აფეთქების ადგილზე დაუყოვნებლივი წვდომა სურს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოფიციალური კიევი მზად არის პარტნიორებს მიაწოდოს „რუსული კვალის“ მტკიცებულება.
ამასთან, როგორც დანილოვმა დასძინა, უკრაინას პარტნიორებთან ერთად პოლონეთში მომხდარი ინციდენტის ერთობლივი შესწავლა სურს.

























