ევროკომისია შენგენის ზონაში ხორვატიის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისია შენგენის ზონაში ხორვატიის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების რეკომენდაციას გასცემს. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში წერია.

„წლების განმავლობაში ამ წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შენგენის ზონის კარგად ფუნქციონირებაში. მაშინ, როდესაც ეს სამი ქვეყანა უკვე ნაწილობრივ ემორჩილება შენგენის წესებს, ამ წევრ ქვეყნებთან შიდა საზღვრის კონტროლი არ არის მოხსნილი და, შესაბამისად, ისინი არ სარგებლობენ შენგენის ზონაში ყოფნის ყველა უპირატესობით შიდა საზღვრის კონტროლის გარეშე. შენგენის ზონის სრული წევრობა ამ ქვეყნების მოთხოვნაა და შესაბამისად, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პირობებს აკმაყოფილებენ”, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 დეკემბერს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭო კენჭს უყრის შენგენის ზონაში ბულგარეთის, რუმინეთისა და ხორვატიის სრულ გაწევრიანებას შიდა საზღვრის კონტროლის გარეშე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს