ნატო-ში პოლონეთის ელჩი - რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

ნატო-ში პოლონეთის ელჩის, ტომაშ შატკოვსკის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

როგორც CNN-თან საუბრისას ელჩმა განაცხადა, რუსეთს რომ უკრაინაზე თავდასხმა არ განეხორციელებინა, ინციდენტი არ მოხდებოდა.

„საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”, - აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა.

კითხვაზე, როგორ გრძნობს პოლონელი ხალხი თავს ინციდენტის შემდეგ, შატკოვსკიმ უპასუხა, რომ „გარკვეული შიში გასაგებია“ და დასძინა, რომ ხელისუფლება ბევრს აკეთებს მოსახლეობის გასამხნევებლად.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო