რუსეთის საგარეო უწყება მარცვლეულის შეთანხმების 120 დღით გახანგრძლივებას ადასტურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა.

უწყების განცხადებით, რუსეთი ვარაუდობს, რომ მისი შეშფოთება, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის გამარტივებასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში სრულად იქნება გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, მანამდე, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა 120 დღით გახანგრძლივდება. ინფორმაცია დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც.

„გაერო-ს, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შავი ზღვის დერეფნის შესახებ შეთანხმება 2022 წლის 19 ნოემბრიდან 120 დღით გაგრძელდება“, - დაწერა თურქეთის ლიდერმა „ტვიტერზე“.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?