ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დონბასში „მალაიზიის ავიახაზების" რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა

ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დონბასში „მალაიზიის ავიახაზების" რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა

ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დონბასში "მალაიზიის ავიახაზების" რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების" რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული წარმოების რაკეტით მოხდა, რომელიც გაშვებულ იქნა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან.

“სასამართლო მიიჩნევს, რომ MH17 ჩამოგდებულ იყო პერვომაისკთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთიდან გაშვებული “ბუკის” რაკეტით, რის შედეგადაც 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი გარდაიცვალა”, - განაცხადა მოსამართლე ჰენდრიკ სტეინჰაუსმა.

ნიდერლანდების სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების მომენტში ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ტერიტორიას რუსეთის ფედერაცია აკონტროლებდა.

“2014 წლის მაისის შუიდან შეიქმნა ვითარება, რომ რუსეთი აწარმოებდა ე.წ. საერთო კონტროლს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, - აღნიშნა მოსამართლე ჰენდრიკ სტეინჰაუსმა.

თვითმფრინავის ჩამოგდებაში დადანაშაულებული არიან სერგეი დუბინსკი, ლეონიდ ხარჩენკო და იგორ სტრელკოვ-გირკინი.