სალომე სამადაშვილი - ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი შეფასება, რომ ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან რომელიმე პუნქტი ან უკვე შესრულებულია ან ახლოს არის შესრულებასთან

ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი შეფასება, რომ ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან რომელიმე პუნქტი არის ან უკვე შესრულებული ან ახლოს არის შესრულებასთან, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება, რა აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილის თამაშემწეს, ბატონ ღარიბაშვილს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში ყველა წამყვანი პოლიტიკური ჯგუფისგან მხოლოდ კრიტიკა ისმის და აშშ- ის სენატშიც უკუსვლაზე საუბრობენ.

„ქართულმა ოცნებამ" როცა ჩააგდო ჩვენი ქვეყნის შანსი, რომ მიგვეღო სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნას მიმდინარე წლის ბოლომდე შეასრულდებდა, ეს წელი იწურება და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი შეფასება, რაც კეთდება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, არის უმწვავესი კრიტიკა, რომელიც გვესმის ევროპარლამენტში ყველა წამყვანი პოლიტიკური ჯგუფისგან, საუბარი იყო უკუსვლაზე ამერიკის სენატში და ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი შეფასება, რომ ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან რომელიმე პუნქტი არის ან უკვე შესრულებული ან არის ახლოს შესრულებასთან. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება, რა აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილის თამაშემწეს, ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც ივანიშვილის დავალებით ჰქვია ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და როგორ აპირებს პასუხი გასცეს იმ შეკითხვას, რომელიც მას დაუსვეს, კონკრეტულად კი რა გააკეთა მისმა პარტიამ და მისმა ხელისუფლებამ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის, როცა "ქართული ოცნების" მიერ გამოცხადებული ვადა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისთვის ფაქტიურად იწურება,"- განაცხადა სამადაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი