ვოლნიანსკში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ვოლნიანსკში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დილის მონაცემებით, კიდევ 2 გარდაცვლილი იპოვეს. ამგვარად, საცხოვრებელი სახლებისკენ გასროლილი რაკეტებით დაღუპული 9 ადამიანი ამოყვანილია“, - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის ღამეს რუსებმა ქალაქ ვოლნიანსკის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განხორციელეს.