ჯონ კირბი - მხოლოდ ზელენსკის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებებზე, მას ამისკენ არავინ უბიძგებს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია.

“ყველანი ვთანხმდებით, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა არის საუკეთესო რამ”, - განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ „ზელენსკი თავად განსაზღვრავს, მზად არის თუ არა მოლაპარაკებებისთვის და როდის და როგორი გაიმართება ეს მოლაპარაკებები. ამერიკის შეერთებულ შტატებში არავინ უბიძგებს მას მოლაპარაკებებისკენ”.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერისგან მიიღო გარკვეული სიგნალი რუსეთთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი საკითხები საჯაროდ უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს სრულმასშტაბიან აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა მოხდეს საჯაროდ და არა კულუარულად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა