BBC - ირანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს

ირანში აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის საგვარეულო სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქალაქ ხომეინში მდებარე შენობის ნაწილი დამწვარია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციას უარყოფენ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სახლთან შეკრებილი ათობით ადამიანი ცეცხლის გაჩენას სიხარულით ხვდება. მიუხედავად ამისა, ქალაქ ხომეინის ადმინისტრაცია სააგენტო Tasnim-თან ხომეინის საგვარეულო სახლზე თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ ისტორიული სახლის კარი ვიზიტორებისთვის ღიაა.

აიათოლა ხომეინი ქალაქ ხომეინში მდებარე ამ სახლში დაიბადა. ამჟამად კი ნაგებობა ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის ხსოვნის მუზეუმია. ხომეინი ისლამური რესპუბლიკის პირველი სულიერი ლიდერი იყო გარდაცვალებამდე - 1989 წლის 3 იანვრამდე. აღნიშნული თარიღი ირანში ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც გლოვის დღე.

ირანში 2 თვეა მიმდინარეობს დემონსტრაციები ხომეინის მემკვიდრის, აიათოლა ალი ხამენეისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. საპროტესტო გამოსვლები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა