ზუგდიდში ორი მამაკაცი სავარაუდოდ, სოკოთი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

ზუგდიდში, ორი მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა.

„საღამოს 10 საათი იყო, მეზობლებმა დარეკეს და თქვეს, რომ ორი მამაკაცია გარდაცვლილი. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ დღეს დილით გავიგე, რომ ღუმელზე სოკოს ნახარში იდგა, სავარაუდოდ, სოკო მიირთვეს“,- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, მამაკაცები მოწამვლის შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა, შემდეგ კი ისინი უკან დააბრუნეს, რადგან თქვეს, რომ კარგად არიანო.

„გუშინ ალბათ კვლავ შეუძლოდ გახდნენ. თქვეს ორივე მამაკაცი გარდაიცვალაო. 70 და 75 წლის ასაკის მამაკაცები არიან“,- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები „ტვ.პირველთან“.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს