უკრაინის შეიარაღებული ძალები Hawk-ის სარაკეტო სისტემებს მიიღებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები Hawk-ის სარაკეტო სისტემებს მიიღებენ

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა უახლოეს მომავალში ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ით გაძლიერდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო სარდლობა „ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

"უახლოეს დღეებში მოსალოდნელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება. საბრძოლო მოვალეობის შესრულებას ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა Hawk-ი დაიწყებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საჰაერო თავდაცვის სისტემას აქვს საშუალო დიაპაზონი თვითმფრინავების განადგურებისთვის.

"დასავლელი ანალიტიკოსები Hawk-ის მიერ საჰაერო სამიზნეზე დარტყმის ალბათობას 85%-ით აფასებენ, მაგრამ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინელი პროფესიონალებისა და პატრიოტების ხელში ეს იარაღი კიდევ უფრო უკეთეს შედეგს გამოიღებს", - აცხადებენ სარდლობაში.