დიდი ბრიტანეთი უკრაინას 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

“რიში სუნაკმა უკრაინისთვის 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ გამოაცხადა. 125 საზენიტო ქვემეხისა და ირანული დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების გარდა დახმარების პაკეტში შევა ათობით რადარი და დრონების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები”, - წერს ერმაკი.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ასევე აძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის შესაძლებლობებს და რეგიონში ექსპერტებს აგზავნის, კერძოდ კი სამხედრო ექიმებსა და ინჟინრებს სპეციალიზირებული დამხარებისთვის.

“ჩვენი საერთო მიზანი რუსეთის დამარცხებაა და ამას ერთად გავაკეთებთ”, - წერს ერმაკი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო