აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

“უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი დაგვეხმარება გლობალური უსაფრთხოების კურსი განვსაზღვროთ ამ ასწლეულში”, - განაცხადა ოსტინმა. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვითი კავშირია, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან კონფრონტაციისადმი არ მიისწრაფის, მაგრამ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

“რუსეთმა ომი, აგრესია აირჩია, მაგრამ უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა აირჩია. და უკრაინამ აირჩია თავი დაეცვა. მსოფლიო ერთად შეიკრა დასახმარებლად”, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზადაა ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას და გააგრძელებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის გაძლიერებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო