ლონდონის პოლიციამ, ბრიტანეთის დედაქალაქში ბაზირებული, დამოუკიდებელი ირანული ტელეკომპანია Iran International-ის სატელევიზიო სტუდიების გარეთ ჯავშანმანქანები განალაგა

ლონდონის პოლიციამ, ბრიტანეთის დედაქალაქში ბაზირებული, სპარსულენოვანი, დამოუკიდებელი ირანული ტელეკომპანია Iran International-ის სატელევიზიო სტუდიების გარეთ ჯავშანმანქანები განალაგა.

დასავლური მედიის ცნობით, ეს ზომა „სკოტლანდ იარდმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც მედიასაშუალების ორი ჟურნალისტის მიმართ ირანის უშიშროების ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ შეიტყვეს.

სპარსულენოვანი ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ მუქარა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების საპასუხოდ გაიზარდა.

ლონდონის პოლიცია ადასტურებს, რომ მისი ოფიცრები მუშაობენ იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რომლებიც ირანიდან მომდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები პირების წინააღმდეგ.

ტელეკომპანია Iran International-ი, რომელსაც ირანის რეჟიმი "ტერორისტულ" ორგანიზაციად განიხილავს, ირანში აკრძალულია, თუმცა მასზე წვდომა ინტერნეტის საშუალებით მაინც შესაძლებელია.

„ჩვენს მიმართ მუქარა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გამწვავდა, რადგან ჩვენ მას 24/7-ზე ვაშუქებთ“, - განაცხადა ტელეკომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის უშიშროების სამსახურმა, MI5-მა განაცხადა, რომ ირანს სურს გაიტაცეს ან მოკლას ბრიტანეთში მცხოვრები პირები, რომლებსაც ოფიციალური თეირანი „რეჟიმის მტრებად“ განიხილავს. ბრიტანული დაზვერვის ცნობითვე, ამ წლის განმავლობაში სულ მცირე 10 ასეთი შეთქმულება გამოავლინეს.

როგორც ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, კენ მაკკალუმმა განაცხადა, ირანი „პირდაპირ საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოს, მისი აგრესიული სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს