გერმანია პოლონეთს Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას სთავაზობს

გერმანია პოლონეთს Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას სთავაზობს

გერმანიამ პოლონეთს სარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა, რათა მას საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმაროს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს მხარდაჭერა საჰაერო სივრცის დაცვაში - ჩვენი Eurofighters-ით და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - განაცხადა ლამბრეხტმა.

აღსანიშნავია, რომ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა Raytheon's Patriot-ი, შექმნილია შემომავალი რაკეტების მოსაგერიებლად.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა რაკეტამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.