იენს სტოლტენბერგი - უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან: მოლდოვასთან, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან

უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მათთან ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან, როგორიცაა: მოლდოვა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

„უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მათთან ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან, როგორიცაა: მოლდოვა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასევე ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან მსოფლიოში ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო