უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ ალიანსში გაწევრიანებაზე ქვეყნის განაცხადი ნატო-ს მომდევნო სამიტზე განიხილება

უკრაინა იმედოვნებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე ქვეყნის განაცხადი განიხილება ნატო-ს მომდევნო სამიტზე და მოუწოდებს პარტნიორებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა, რომელსაც იჩენენ უკრაინელი სამხედროები, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეპანიშინამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მადრიდში, ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.

სტეპანიშინამ აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და უპრეცედენტო მხარდაჭერა უკრაინულ საზოგადოებაში ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მოწმობს კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობის ღრმა გააზრებას ევროპასა და ნატო-ში, როგორც უსაფრთხოების ყველაზე ეფექტურ ორგანიზაციაში.

მისივე თქმით, ბირთვული საფრთხის დღის წესრიგში დაბრუნება ქმნის ყველაზე კრიტიკულ ვითარებას მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მოითხოვს საგანგებო გადაწყვეტილებებს როგორც უკრაინის, ისე დემოკრატიული სამყაროსგან.

მან გამოთქვა რწმენა, რომ ალიანსის პასუხი უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე იქნება რუსულ პროპაგანდაზე გამარჯვება და იმის დადასტურება, რომ ნატოს არ აქვს შიში და რომ არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია დემოკრატიის დამარცხება.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება ძალიან საფუძვლიანი დიალოგი უკრაინის მოლოდინებთან და სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო