დავით მათიკაშვილი - შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, მეორეა ეს რამდენად სწორი იქნება, ან არ იქნება - „არა და არასდროს“ არც ჩემი ნათქვამია და არც თქვენი, ეს პრეზიდენტმა ბრძანა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა, ანტიკონსტიტუციურია და კრიტიკას ვერ უძლებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა, აშკარად ჩანს, რომ დოკუმენტი დავით კეზერაშვილის გადასარჩენად არის „შეთხზული“.

„რაღაც „სასწაული“ იხილა საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურად ასევე, სამართლებრივად აბსურდში მყოფი დოკუმენტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა. ვერანაირ კრიტიკას ის ვერც სამართლებრივად და ვერც იურიდიულად ვერ უძლებს. არის ანტიკონსტიტუციური. წერია ისეთი კვორუმები, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. აშკარად ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დავით კეზერაშვილის გადასარჩენად არის ეს დოკუმენტი დაწერილი, თავიდან ბოლომდე შეთხზული“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ჭაობში მყოფი პარტიაა“ და 2024 წლისთვის კიდევ კარგად გამოჩნდება ამ პარტიისგან, როგორც პოლიტიკური ძალისგან, საერთოდ რამე თუ დარჩება.

„ჭაობში მყოფი პარტიაა, რომელიც ოლიგარქ კეზერაშვილის ფულზე დგას და მთელი ეს შიდაპარტიული დაპირისპირებები და ცემა-ტყეპები არის იქითკენ მიმართული, რომ რომელი შეძლებს და ამ თანხებს - ჯარის გაქურდვით მიღებულ ფულად სახსრებს და ძალიან მაღალი ალბათობით, გერმანელი პენსიონერების გაქურდვითაც მიღებულ სახსრებს, დაეუფლება. ამაზე არის მთელი ამბავი „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ხომ ღირსია „ნაცმოძრაობა“, რომ ხაბეიშვილი აირჩიონ თავმჯდომარედ?! ეს პარტია ამბობს, რომ ჩვენ ვართ ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია საქართველოშიო და უნდა დავწყვიტო „ნაცმოძრაობას“გული და ვთქვა, რომ ასე ნამდვილად აღარ იქნება ამ ყველაფრიდან გამომდინარე. უკვე ალბათ, აღარ არის. 2024 წლისთვის კიდევ კარგად გამოჩნდება ამ პარტიისგან საერთოდ რამე თუ დარჩება, როგორც პოლიტიკური ძალისგან, კარგად გამოჩნდება რას წარმოადგენს ეს პარტია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს - როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად სწორი, ან არასწორი იქნება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აფასებენ და პატიმრის ქვეყნიდან გაყვანა არცერთ კანონში არ წერია.

ამასთან, მათიკაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საკითხი „ჩაიფუშა“.

„ვერავინ ვერ იტყვის იმას, პრეზიდენტი რას გამოიყენებს და რას არა. ვერც მე, ვერც თქვენ, ვერც BBC-ი და ვერც სააკაშვილი. ეს პრეზიდენტის დისკრეციაა. მეორეა ეს რამდენად სწორი იქნება, ან არ იქნება - ამის შეფასება ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება. „არა და არასდროს“ არც ჩემი ნათქვამია და არც თქვენი, ეს პრეზიდენტმა ბრძანა.

ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აფასებენ. ექიმების დასკვნის შესაბამისად დგება აბსოლუტურად ყველაფერი და პატიმრის ქვეყნიდან გაყვანა არცერთ კანონში, არცერთ კოდექსში არ წერია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს