ედგარს რინკევიჩსი - უკრაინის მოსაზღვრე ნატო-ს ქვეყნებმა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე უნდა იფიქრონ

ნატო-ს ქვეყნებმა, რომლებსაც საერთო საზღვრები აქვთ უკრაინასთან, უნდა იფიქრონ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორიები, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტი ადასტურებს უკრაინის მოსაზღვრე ნატო-ს ქვეყნებისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების შეძენის აუცილებლობას. ამასთან, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის და უკრაინის დაბომბვის გამო გახდა შესაძლებელი.

მისი თქმით, ლატვია აძლიერებს საჰაერო თავდაცვას. მთავრობის დეკლარაციის პროექტში საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი დაისვა და ამისთვის დამატებითი თანხები გამოიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა