მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი - რუსი ოფიციალური პირები კონფერენციაზე არ მოგვიწვევია - არ მივცემთ ტრიბუნას პროპაგანდისთვის

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი და გაერო-ში გერმანიის ყოფილი ელჩი, კრისტოფ ჰოისგენი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალ წელს დაგეგმილ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიუწვევიათ.

„რუსი ოფიციალური პირები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეულები არ არიან. არ მივცემთ ტრიბუნას თავიანთი პროპაგანდისთვის“, - წერს კრისტოფ ჰოისგენი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, რუსეთის მომავლის განხილვა ოპოზიციის ლიდერებთან და განდევნილ ადამიანებთან უნდა მოხდეს.

„გვსურს, რუსეთის მომავალი რუსეთის ოპოზიციის ლიდერებთან და განდევნილ ადამიანებთან განვიხილოთ. მათ ხმას მოსმენა და გაძლიერება სჭირდება“, - წერს გერმანელი დიპლომატი.

მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია 2023 წლის 17-19 თებერვალს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა