კაია კალასი - სანქციების მხრივ უნგრეთის საქციელი ძალიან შემაშფოთებელია

სანქციების მხრივ უნგრეთის საქციელი ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„აქამდე უნგრეთი მხარს უჭერდა ამ სანქციებს და ეთანხმებოდა მათ. ვიდრე ერთი რამ ითქმის, მაგრამ მეორე კეთდება, პრობლემა ასე დიდი არაა, მაგრამ ასევე ძალიან აღელვებული ვარ იმით, თუ როგორ ატარებს უნგრეთი კამპანიებს, რომელთაგან გამომდინარეობს, თითქოს ინფლაცია, ენერგორესურსების ფასი გამოწვეულია სანქციებით. არა, ეს სანქციებით არაა გამოწვეული, ეს ომითაა გამოწვეული“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, პრობლემა იმაშიცაა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ნაწილს ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ ნებისმიერი, ვინ საკუთარ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას რუსეთზე დაყრდნობით აწყობს, ადრე თუ გვიან მოტყუებული აღმოჩნდება და ამისთვის მტკივნეულ ფასს გადაიხდის.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას უნგრეთშიც მიხვდებიან. მაგრამ აქამდე ჩვენ მაინც ერთიანები ვიყავით, მათ შორის უნგრეთთანაც, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე”, - აღნიშნა კალასმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა