ერევანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის წინ, სომხეთის პროდასავლური ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ერევანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის წინ, სომხეთის პროდასავლური ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ერევანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის წინ, სომხეთის პროდასავლური ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური ავრცელებს.

პროდასავლური ოპოზიციური ალიანსი მოითხოვს სომხეთის გასვლას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ), რომლის სამიტის გამართვაც 23 ნოემბერსაა დაგეგმილი ერევანში და რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაესწრება.

მედიის ინფორმაციით, პროტესტის ორგანიზატორმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა პოლუსმა (NDP), რომელიც მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებისა და ძირითადად ნაციონალისტური შეხედულებების მქონე ჯგუფებისგან შედგება, პირობა დადო, რომ პროტესტი შედგება 23 ნოემბერსაც, როდესაც ОДКБ-ს ლიდერები ერევანში შეიკრიბებიან.

დღევანდელი აქციის მონაწილეები ერევნის ცენტრში მარშის დროს რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიოდნენ. მათი თქმით, არც რუსეთი და არც ОДКБ-ს სხვა წევრები, მათ შორის ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, არ დაეხმარნენ სომხეთს არც სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს და არც მას შემდეგ. ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის აქტივისტებისა და მხარდაჭერების თქმით, ОДКБ, ისევე როგორც რუსეთი, სომხეთის მტრები არიან.