რუსეთის საგარეო უწყებამ უკრაინა კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარებული რეიდის გამო გააკრიტიკა და ჩხრეკას „უღმერთო“, „ველური“ და „ამორალური“ უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარებული რეიდის გამო გააკრიტიკა და ჩხრეკას „უღმერთო", „ველური“ და „ამორალური“ უწოდა.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რეიდს გამართლება და ახსნა არ აქვს და ის „უღმერთო ბაკქანალიად“ მოიხსენია.

„ეს კიევის რეჟიმის აბსოლუტურად ამორალური და ველური ქმედებების კიდევ ერთი ნაწილია“, - დასძინა ზახაროვამ.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გუშინ განაცხადა, რომ ჩხრეკა „დაშინების აქტი“ იყო.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ გუშინ დილით კიევ-პეჩერის ლავრაში რეიდი მოაწყვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს