ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომა მიმდინარეობს

ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში განიხილება ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში არსებული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება.

სომხური მედიის ცნობით, სამიტის განმავლობაში, მოსალოდნელია ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების მხრიდან განცხადებები, რომელშიც "ნაციზმის, ნეონაციზმის, ექსტრემიზმის, შოვინიზმისა და ქსენოფობიის განდიდების ყველანაირ მცდელობას დაგმობენ".

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი სომხეთის დედაქალაქში დღეს გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2022 წელს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა სომხეთია. შემდეგ წელს, თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა