პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე ომი 1930-იანი წლების გენოციდს შეადარა, როდესაც სტალინმა უკრაინელი ხალხი შიმშილობის პირას მიიყვანა

პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე ომი 1930-იანი წლების „საშინელ გენოციდს“ შეადარა, როდესაც საბჭოთა ლიდერმა, იოსებ სტალინმა უკრაინელი ხალხი შიმშილობის პირას მიიყვანა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განცხადება ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გააკეთა, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

"ამ შაბათს აღინიშნება ჰოლოდომორის საშინელი გენოციდის წლისთავი, რომელიც 1932-1933 წლებში სტალინის მიერ ხელოვნურად იყო გამოწვეული. ვილოცოთ ამ გენოციდის მსხვერპლთათვის და ვილოცოთ ამდენი უკრაინელისთვის - ბავშვებისთვის, ქალებისთვის, ასაკოვნებისთვის, რომლებიც დღეს აგრესიის მოწამეობისგან იტანჯებიან“, - დასძინა პონტიფიკოსმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა