უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

უკრაინელმა პოლიტიკოსებმა კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს.

ამასთან, კანონპროექტი ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის სრულ აკრძალვას მოიცავს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერია.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ირინა ფრიზის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია "უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წინაშე მდგარი საფრთხეების აღკვეთა და წესრიგის უზრუნველყოფა, რადგან დიდი ხანია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აშკარა ანტიუკრაინულ და დივერსიულ აქტივობებს ახორციელებს და მხარს უჭერს კრიმინალური რუსული რეჟიმის ყველა ქმედებას".

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ გუშინ დილით კიევ-პეჩერის ლავრაში რეიდი მოაწყვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა