დიმიტრი ქუმსიშვილი - პირველი ციფრული ბანკი „პეისერას“ მომხმარებელი SEPA - ერთიანი ევროპული საგადახდო სისტემით სარგებლობას შეძლებს

პირველი ციფრული ბანკი „პეისერას“ მომხმარებელი SEPA - ერთიანი ევროპული საგადახდო სისტემით სარგებლობას შეძლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 24/7 რეჟიმში ჩვენი მომხმარებელი ევროპაში და ევროპიდან მოახერხებს ანგარიშსწორებას და ეს იქნება ძალიან იაფი, - ამის შესახებ „პეისერა საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრის“ ეთერში, ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის შექმნის უპირატესობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ციფრული ბანკის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანიას ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუხდა, რომელთა შორის იყო ინოვაციურობა, კონკურენტუნარიანობა და ის ფაქტორი, რომ კომპანიამ ბაზრისთვის უნდა შეძლოს ისეთი პროდუქტის შეთავაზება, რომელიც ქართველ მომხმარებელს ამ დრომდე არ ჰქონდა.

„დღეს კონკურენციით გაჯერებულ ბაზარზე შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მართლა რაიმე ახალს შესთავაზებთ მომხმარებელს. რეგულატორისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბიზნესმოდელი იყოს ძალიან მდგრადი. მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნული ბანკის გუნდს, ობიექტურად ბევრი გვამუშავეს, რაც სწორია, როდესაც ბანკის ლიცენზიას იღებ, არანაირი შეღავათი ნამდვილად არ გვქონია, თუმცა იყო ძალიან კონსტრუქციული მუშაობა, რაც დაგვირგვინდა პირველი ციფრული ბანკის ლიცენზიის აღებით, რომელმაც პროდუქტების ჭრილში ძალიან ბევრი ბენეფიტი უნდა მოუტანოს ჩვენს მოსახლეობას.

კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ დავაკმაყოფილეთ, მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიყოთ ინოვაციურები და ვართ ინოვაციურები; ბაზარზე უნდა შევქმნათ კონკურენცია და უნდა შევთავაზოთ ბაზარს ისეთი პროდუქტები, რომლებიც დღემდე ბაზარზე არ არსებობს. ეს პროდუქტები უნდა იყოს უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, ვიდრე დღეს არის და გარდა ამისა, უნდა იყოს შესაძლებელი, რომ დამოუკიდებლად საბანკო სერვისები ბითუმად შესთავაზოს სხვა მომხმარებლებს, მაგალითად, მიკროსაფინანსოებს შესთავაზო ე.წ.საფულე“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, მან „პეისერა საქართველოს“ ერთ-ერთი პროდუქტიც მიმოიხილა, რომელიც მისივე შეფასებით, მოსახლეობას ევროპასთან უფრო მეტად აახლოებს.

„მგონია, რომ ეს ძალიან კარგი პროდუქტია და არა მარტო ჩვენ, მთლიანად ქვეყანა არის მონდომებული, რომ ეს პროდუქტი დაინერგოს, მათ შორის, მთავრობა და ეროვნული ბანკი. მომხმარებელს, რომელიც ჩვენთან მოვა, მისი სურვილის შემთხვევაში ჩვენ გავუხსნით როგორც ქართულ საერთაშორისო საბანკო ანგარიშს, ასევე რეალურ ევროპულ საერთაშორისო ანგარიშს, თავისი ყველა ბენეფიტით და ავხსნი ამ ბენეფიტებს - ქართულ-საერთაშორისო საბანკო ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ანგარიშსწორების სისტემაში ვიყოთ ჩართული, ევროპულ-საერთაშორისო ანგარიში იძლევა შესაძლებლობას, ამავდროულად, ჩართული იყოს ევროპის ერთიანი გადახდების სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ 24/7 რეჟიმში ჩვენი მომხმარებელი ევროპაში და ევროპიდან მოახერხებს ანგარიშსწორებას და ეს იქნება ძალიან იაფი. არ იქნება არანაირი შუამავალი და არანაირი დამატებითი რგოლები.

თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, თუ ჩვენ გვინდა ევროპაში ინტეგრაცია, ჩვენ ვამბობთ, რომ „პეისერა საქართველომ“ ევროპის ფინანსური ანგარიშსწორების სისტემასთან საქართველოს ნაწილის ინტეგრაცია შეძლო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა